მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

2023 წლის 6 თვეში „თელასის“ წმინდა მოგება 45 მილიონი ლარია

news image

სს თელასი  სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2021 წლის 28 აპრილის დადგენილების თანახმად ელექტრო ენერგიის თბილისის ტერიტორიაზე გამანაწილებლის ლიცენზიას ფლობს, შესაბამისად ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აბონენტებამდე ელექტროენერგიის მიწოდებას სხვა კომპანია ახდენს, თბილისის შემთხვევაში „თელმიკო“, რომელიც უზრუნველყოფს უშუალოდ აბონენტებისათვის ელექტროენერგიისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება, „თელასი“ კი პასუხისმგებელია უშუალოდ ქსელის მოვლა პატრონობასა და ენერგო რესურსების შესყიდვაზე.

2023 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით თელასის შემოსავალმა 109 მილიონი ლარი შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 103 მილიონ ლარს შეადგენდა, ასევე გასათვალისწინებელია სხვა შემოსავლები, რომელიც 19.7 მილიონს შეადგენდა 2023 წელს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18.1 მილიონ ლარს, შესაბამისად საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 128.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 6% ით მეტია 2022 წლის 6 თვის მონაცემებზე, 121 მილიონ ლარზე.

კომპანია თელასი ასევე ასაჯაროებს, შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯს, რაც 2023 წლის მდგომარეობით 16.5 მილიონ ლარს შეადგენდა პირველი 6 თვის მდგომარეობით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 20.1 მილიონ ლარს.

შესაბამისად შესყიდული ენერგიის თვითღირებულება მთლიან შემოსავლებთან მიმართებით 2023 წელს შეადგენდა 13%, 2022 წელს კი 17%.  ხარჯების საკმაოდ დიდ წილს ამავდროულად წარმოადგენს პერსონალზე გაწეული ხარჯები, რომელიც 2023 წელს 37 მილიონს წარმოადგენდა, 2022 წელს კი 34 მილიონ ლარს, რაც ელეტროენერგიის შესყიდვის ხარჯზე მაღალი ნიშნულია, ხელფასების წილი შემოსავალთან მიმართებაში 2023 წელს შეადგენდა 29%, 2022 წელს კი 28%. ხელფასები კი ელექტრონერგიის შესყიდულ თვითღირებულებაზე თითქმის ორჯერ დიდ მაჩვენებელს წარმოადგენდა.

2022 წლის მდგომარეობით თელასში დასაქმებული იყო 1887 თანაშრომელი, 1889 კი 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით. შესაბამისად ფინანსური ანგარიშგებაზე დაყრდნობით, თითეული თანამშრომლის საშუალო ხელფასი 2023 წლის პირველი 6 თვის განამვლობაში 3289 ლარს შეადგენდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10% არის გაზრდილი და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალო ხელფასი 2988 ლარი იყო. ხელფასებში გათვალისწინებულია გადასახადები.

2023 წელს, დასაქმებულთა 62% მუშები წარმოადგენდნენ, 29% სპეციალისტები, 8% კი ხელმძღვანელობა, 0.1 კი სხვა დანარჩენ თანამშრომლის კლასიფიკაციაზე ნაწილდება.

2023 წლის 6 თვის მდგომარეობით თელასის წმინდა მოგება 45 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიას 35% წმინდა მოგების მარჟა აქვს, 2022 წელს კი შედარებით ნაკლები წმინდა მოგება ჰქონდა თელასს, კერძოდ 14 მილიონით ნაკლები და შეადგენდა 30.9 მილიონს, რაც შემოსავლთან მიმართებით 25% წმინდა მოგებას ნიშნავს. (გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ითვალისწინებს რეზერვების ხარჯს, ცვეთას და ამორტიზაციას)

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა