მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

12 წლის წინ, მთლიანი შიდა პროდუქტი 27,9 მილიარდი ლარი იყო, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი იქნება თითქმის 4,5-ჯერ გაზრდილი - დავით სონღულაშვილი

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა,  დავით სონღულაშვილმა საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.

„დღეს, ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გამო და ყველასთვის ცხადია, რა ურთულესი გზის გავლა გვიწევს გარე შოკებისგან თავის დაცვისათვის. რომ არა პასუხისმგებლიანი გუნდის ყოფნა დღეს ხელისუფლებაში, არსებულ არასტაბილურ მდგომარეობაში შეიძლება საქართველოც გვეხილა, მაგრამ დღეს ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის საზრუნავი მხოლოდ ის არის, თუ როგორ გავაუმჯობესოთ და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო, როგორ გავაგრძელოთ ყველა დარგში მიმდინარე რეფორმები და როგორ გავუმკლავდეთ გარე თუ შიდა გამოწვევებს.

ყველას კარგად გვახსოვს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემო 12 წლის წინ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს ეკონომიკა ჩაიბარა სამართავად, მთლიანი შიდა პროდუქტი 27,9 მილიარდი ლარი იყო. 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი იქნება თითქმის 4,5-ჯერ გაზრდილი და შეადგენს 130 მილიარდ ლარს, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტი 12 წლის წინ იყო 8,5 მილიარდი ლარი და 2028 წელს ეს მაჩვენებელი  4-ჯერ იქნება გაზრდილი და შეადგენს 40 მილიარდ ლარს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მიღწეული შედეგი ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ქვეყანაში ქმნის სტაბილურ, მშვიდობიან და ბიზნესის თავისუფლებისთვის შესაბამის გარემოს.

საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დავით სონღულაშვილმა ნაყოფიერი მუშაობისთვის დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, განსაკუთრებით  ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და გუნდს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა