დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მოხდება

იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მოხდება

21-03-2024 11:24:00

აკრედიტებული საექსპორტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი არის მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დასკვნის თანახმად, ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და ძირეული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სჭირდება. 

„რაც ფაქტობრივად ხიდის სრულ დემონტაჟს და ფაქტობრივად ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს, რაც რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება. აღნიშნული ხიდი არ არის ადაპტირებული და პრობლემას წარმოადგენდა ამ ხიდზე მოძრაობა. ჩვენ დავაყენეთ შუქნიშნები, გაკეთდა ზებრა გადასასვლელები და დღეს ადამიანები გზაზე ამ გადასასვლელებით გადადიან. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ხილს გავუკეთოთ დემონტაჟი, რადგან არის უფუნქციო და უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა კალაძემ.    

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები