საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იანოშ ლატორცაის შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში უნგრეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.
ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ირაკლი კობახიძემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
უახლესი
8 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა