დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გაორმაგდა, იზრდება ადგილობრივი ტურისტების ინტერესი - Horsetours

საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გაორმაგდა, იზრდება ადგილობრივი ტურისტების ინტერესი - Horsetours

09-07-2024 09:45:00

მიმდინარე წელს საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გაორმაგდა, იზრდება ინტერესი ადგილობრივი ტურისტების მხრიდან და თანაფარდობამ 20%-80%-თან შეადგინა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ლაშა გაგოიძემ განუცხადა.

პლატფორმა Horsetours-ი თითქმის სამი წლის წინ თანადამფუძნებლებმა პირადი კაპიტალით შექმნეს, რომლის მიზანიცაა საქართველოში საცხენოსნო ტურიზმის განვითარება და მომხმარებლის გიდებთან და საცხენოსნო ტურიზმში ჩართულ ოპერატორებთან (საცხენოსნო რანჩოები) დაკავშირებაა.

„საცხენოსნო ტურიზმის გაციფრულებას ვუწყობთ ხელს. ამ დროისთვის მომხმარებელს ვთავაზობთ საათობრივ, ერთდღიან და მრავალდღიან საცხენოსნო ტურებს, რომლის ფასიც 50-დან 5 ათას ლარამდეა. ჩვენი პლატფორმის პარტნიორები არიან ფიზიკური პირები რეგიონებიდან, რომლებიც აწყობენ საცხენოსნო ტურებს. ვთანამშრომლობთ გიდებთან. ტურის გამყოლებთან და მათთან ტურისტებს ვაკავშირებთ“, - ამბობს ლაშა გაგოიძე.

მისი თქმით,  საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე მზარდია.

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე ოპერირების დაწყებიდან ერთ წელიწადში მოთხოვნა საცხენოსნო ტურებზე 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით კი გაორმაგდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ჩვენი სერვისის მომხმარებლების 95%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. წელს ეს სტატისტიკა შეიცვალა და ქართველი მომხმარებელიც დაინტერესდა. თუ მანამდე 5% მხოლოდ საათობრივი ტურებით ინტერესდებოდა და იშვიათად ერთდღიანი ტურებით, წელს უკვე გვყავს ქართველი მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად დადიან მათ შორის მრავალდღიან საცხენოსნო ტურებზე. გაიზარდა მომართვიანობა და ინტერესი და 5% 20%-მდე გაიზარდა. სტატისტიკის ცვლილება იმან განაპირობა, რომ უშუალოდ საცხენოსნო ტურები მრავალფეროვანი გახდა და მომხმარებელს დაბალბიუჯეტიანი სერვისი შევთავაზეთ. შესაძლებელია საათობრივ საცხენოსნო ტურებზე წასვლა 20 ლარადაც არის შესაძლებელი“, - ამბობს ლაშა გაგოიძე.

რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს, როგორც Horsetours-ის თანადამფუძნებელი ამბობს, ამ კუთხით საცხენოსნო ტურები სეზონურია.

„საათობრივი საცხენოსნო ტურები ყველაზე მოთხოვნადია ზამთრის განმავლობაში თბილისის მიმდებარედ, დუშეთსა და კასპში. ზაფხულში კი მოთხოვნა გაზრდილია მთიან რეგიონებზე. ყველაზე მოთხოვნადია ბორჯომისა და ყაზბეგის საცხენოსნო ტურები, შემდეგ კი თუშეთსა და სვანეთში. ერთდღიანი ტურების ფასი ადგილმდებარეობის შესაბამისად 120 -დან 200-ლარამდეა“, - ამბობს ლაშა გაგოიძე.   

Horsetours-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიის განვითარებაში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 ათასი ლარია. პლატფორმაზე მუდმივად დასაქმებულია 5 ადამიანი, ხოლო საცხენოსნო ტურების ფარგლებში 50-ზე მეტი თანამშრომელი.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები