მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

როგორი იყო 2024 წელია „ავერსისთვის“ და რა სიახლეებს გეგმავს კომპანია 2025 წლის განმავლობაში

news image

კომპანია „ავერსი“ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წლებია ოპერირებს და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასთან ერთად სააფთიაქო ქსელსაც მუდმივად აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ განაცხადა,  2024 წელს ავერსმა 18 ახალი აფთიაქი გახსნა და დღეისთვის სააფთიაქო ქსელი  353 აფთიაქს აერთიანებს.

ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ უკვე მრავალი წერია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირებს და წლიდან წლამდე იზრდება და ფართოვდება. როგორ აჯამებს 2024 წელს ავერსი, რა გამოწვევების წინაშე იდგა კომპანია გასულ წელს?

2024 წლის სრული შეფასება ჯერ არ დაგვისრულებია, ვინაიდან წლის ფინანსურ და საოპერაციო დახურვას გარკვეული პროცედურები სჭირდება. მრავალი სირთულის მიუხედავად, გვჯერა იმის, რომ გასულ წელს, წარმატებულად გავართვით თავი საზოგადოების საჭიროებებზე ზრუნვას, ტექნოლოგიურ წინსვლას და მაღალი ხარისხის მომსახურებას, თუ ახალი პროდუქციის წარდგენას საზოგადოებისთვის. ამ მხრივ, შეგვიძლია გასული წელი წარმატებულად შევაფასოთ, ვინაიდან, არ დაგვიზოგავს არც ჩვენი თავი და არც რესურსები ამ მიმართულებით.

როგორია სააფთიაქო სქელის გაფართოების გეგმები, 2024 წელს რამდენი ახალი ფილიალი დაამატეთ და რა გეგმებია ამ მიმართულებით 2025 წლისთვის? „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი დღეისათვის რამდენ ფილიალს აერთიანებს?

2024 წელს გაიხსნა 18 ახალი აფთიაქი. 2025 წელსაც დაგვემატება კიდევ ახალი აფთიაქები. დღეისთვის გვაქვს 353 აფთიაქი.

თურქეთის ბაზრის გახსნამ თქვენი სააფთიაქო ქსელის მაგალითზე როგორი ასახვა პოვა და  უნდა გაფართოვდეს თუ არა იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც თურქეთიდან შედარებით დაბალი ფასებით შემოვა? 

თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გაიოლებამ დადებითად იმოქმედა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების დაწევის თვალსაზრისით,  ევროპული ბრენდების ანალოგების იმპორტის ფასებთან შედარებით.

„ავერსის“ აქვს საკუთარი წარმოებაც, დღეს სააფთიაქო ქსელში არსებული პრეპარატების რამდენი პროცენტია თქვენი წარმოება და რას აკეთებს კომპანია იმისათვის რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაზარდოს? ზოგადად ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო ხელშეწყობისთვის რა გეგმები აქვს ავერსის მენეჯმენტს?

კომპანია „ავერსი“ ცდილობს აწარმოოს თანამედროვე  მოთხოვნადი მედიკამენტები და  ევროპულ ანალოგებზე უფრო დაბალ ფასად მიაწოდოს მომხმარებლებს. გეგმაში გვაქვს ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოება.

გარდა წამლებისა „ავერსი“ საკმაოდ აქტიურად ყიდის თავის მოვლის საშუალებებს და საკმაოდ ბევრ ექსკლუზიურ ბრენდთანაც თანამშრომლობთ. 2024 წელს კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების მხრივ ზრდა როგორი გქონდათ, როგორც გაყიდვების ისე ახალი ბრენდების კუთხით და 2025 წელს ამ მიმართულებით რა სიახლეებს ელოდოს მომხმარებელი?

2023/2024 წლების პერიოდში ავერსი-ფარმას ქსელში მნიშვნელოვნად გაიზარდა თავის მოვლის საშუალებების ასორტიმენტი, რამაც მომხმარებლის მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. არა მხოლოდ გაყიდვები, არამედ ახალი მომხმარებლების რაოდენობაც გაიზარდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ექსკლუზიური ბრენდები და ხარისხიანი პროდუქცია ბაზარზე თავის დამკვიდრებას წარმატებით აგრძელებს.

2024 წელს „ავერსმა“, მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე 15-მდე ახალი ბრენდი დაიმატა, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ მსოფლიო ბაზარზე და როგორებიც არის:

  • ოლაპლექსი
  • მოროკონ ოილი
  • რედკენი
  • მიელე და სხვა.

2025 წელს მომხმარებელს ელოდება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინოვაციური ასორტიმენტი როგორც ბიუჯეტური, ისე პრემიალური კატეგორიებიდან, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს და ჩვენი ქსელის სიძლიერესა და სანდოობას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.

ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად იზრდება კორეული კოსმეტიკის პოპულარულობა, როგორც ვიცი თქვენ უკვე გაქვთ თანამშრომლობა კორეულ ბრენდებთან. თქვენს მაგალითზე რამდენად მზარდია კორეულ კოსმეტიკაზე მოსთხოვა და თქვენი აზრით განაპირობებს ამას?

კორეული კოსმეტიკა ავერსის მომხმარებელთა შორის განსაკუთრებულად პოპულარული გახდა. ჩვენი ქსელში წარმოდგენილია ისეთი წარმატებული ბრენდები, როგორიცაა DayMellow და Accoje, რომლებიც ძალიან სწრაფად გახდა მოთხოვნადი.
მომხმარებლები აფასებენ კორეული კოსმეტიკის ინოვაციურ ფორმულებს, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ შემადგენლობას და ეფექტურობას. 2025 წელს „ავერსი“ მომხმარებელს შესთავაზებს კიდევ ერთ წამყვან კორეულ ბრენდს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ამ მიმართულებით „ავერსის“  პოზიციებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

Aversi Pharma
image „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მასშტაბური ფილიალი გაიხსნა

04.06.2025.10:00

2 ივნისს გაიხსნაავერსისსააფთიაქო ქსელის სამას სამოცდამესამე, ყველაზე მასშტაბური ფილიალი. აფთიაქს სავაჭრო ცენტრქარვასლისორ სართულზე ათასი კვადრატული მეტრი უკავია. აქ წარმოდგენილია როგორც მედიკამენტების სრული ასორტიმენტი, ისე პრემიუმკლასის ბრენდების ექსკლუზიური პროდუქცია: თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული და სამკურნალო კოსმეტიკა, ბავშვის კვებისა და მოვლის საშუალებები და აქსესუარები.

პაატა კურტანიძემ, ჰოლდინგავერსისდამფუძნებელმა, აღნიშნა, რომ თითოეული ავერსელის მიზანი მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტია, ამიტომავერსი“, უპირველეს ყოვლისა, ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. სააფთიაქო ქსელის ახალი, სრულიად განსხვავებული ფილიალი სწორედ ამ მიზნით და მომხმარებლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიქმნა. ბატონმა პაატამ მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში.

ბრენდმენეჯერმა თამარ კობახიძემ მომხმარებელს წარუდგინა დედებისა და ბავშვების საყვარელი იტალიური ბრენდისჩიკოს" შოურუმი, რომელიც აფთიაქის პირველ სართულზეა განთავსებული. აქ წარმოდგენილია ბრენდის სრული ასორტიმენტი: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაბადებიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, უსაფრთხო და ბუნებრივი მასალის სათამაშოები, აქსესუარები, საბავშვო ინვენტარიეტლები, სკამ-მაგიდები, მანქანის სავარძლები და სხვა. ბრენდმა მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა, უპრეცედენტო ფასდაკლება კი 5 ივნისამდე  გაგრძელდება.

იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა მასიმილიანო დანტუონომ, რომელიც ავერსული წვეულების საპატიო სტუმარი გახლდათ, გვითხრა: მოხარული ვარ, რომ  იტალიურ ბრენდ ,,ჩიკოსქართველ მომხმარებელთან სწორედ  „ავერსიწარადგენს.

აფთიაქის მეორე სართულზე მდებარეობს აუთლეტი, სადაც მომხმარებელი მაქსიმალური ფასდაკლებით შეიძენს თავის მოვლის საშუალებებს.

ეკა ბურძენიძემ, „ავერსისსააფთიაქო ქსელის დირექტორმა, მადლობა გადაუხადა თითოეულ მომხმარებელს და აღნიშნა, რომ კომპანიის ყოველი წარმატება სწორედ მათ უკავშირდება.

ავერსიგანაგრძობს ქსელის განვითარებას, რათა საქართველოს ყველა მცხოვრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სააფთიაქო ქსელის მომსახურება.

#სიყვარულითავერსი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა