მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

„ჟუჟუნა“ პოლონეთის შემდეგ გერმანიის ბაზარზე შესასვლელად ემზადება

news image

პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინო „ჟუჟუნა“ პოლონეთის შემდეგ გერმანიის ბაზარზე შესასვლელად ემზადება,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მათე აბესაძემ განუცხადა.

„2024 წელს ძირითადი ყურადღება დავუთმეთ სადისტრიბუციო არხებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. პოლონეთის ბაზარზე შევედით, სადაც დაახლოებით „ჟუჟუნას“ 18 ათასი ბოთლი გადავტვირთეთ. ვემზადებით ექსპორტისთვის გერმანიაში, სადაც ჩვენი პროდუქცია დაახლოებით ერთ თვეში, ბერლინში „8 000 მოსავლის“ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა მათე აბესაძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის „ჟუჟუნას“ ღვინოები წარმოდგენილია პოლონეთში, ვარშავასა და კრაკოვში, ასევე ლიეტუვასა და აზერბაიჯანში.

რაც შეეხება სიახლეებს, კომპანია გეგმავს ახალი ალკოჰოლური ხაზის დამატებას, რომელიც სავარაუდოდ 2025 წელს ჩაეშვება.

კომპანია ამ დროისთვის 3 სახეობის ღვინოს აწარმოებს:  მწვანე, ვარდისფერი და ქარვისფერი „ჟუჟუნა“. ,,ჟუჟუნა“ პირველი ქართული ნახევრად-ცქრიალა ღვინოა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია საწარმოს ფლობს კახეთში, ყურძენს პარტნიორი ფერმერებისგან ყიდულობს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა