მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.5
-0.0016
flag
AZN 1.5861
0.0002
flag
CNY 37.534
-0.0035
flag
EUR 3.1367
-0.0099
flag
GBP 3.6223
0.0164
flag
KZT 49.93
-0.0011
flag
TRY 0.0663
0
flag
USD 2.6964
-0.0006

Zellatos ექსპორტზე გასვლაზე მუშაობს

news image

ჯანსაღი სნექი ზელატოს • Zellatos რამდენიმე წლის უკან გამოჩნდა და დღეისთვის ბაზარზე 6 გემოთია წარმოდგენილი. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Zellatos-ს მწარმოებელი კომპანია Foodoliz-ის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ვახტანგ კეთილაძემ განაცხადა, კომპანია მიმდინარე წელს ასორტიმენტის გაფართოებას არ აპირებს. 

„ასორტიმენტის ზრდას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სიახლეებს არ ვგეგმავთ. 

გაყიდვებში კლებაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ბაზრის შემცირებაა. შემცირება ჩვენი პროდუქტის ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე არ მომხდარა, რადგანაც თვითონ საერთო ბაზარი შემცირდა და სხვა კომპანიების ბრუნვებიც შემცირებულია“, - აცხადებს ვახტანგ კეთილაძე.

კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, დღეს  Zellatos-ს წარმოდგენილია „მაგნიტის“, „კარფურის“, „ნიკორას“, „დეილის“ და თითქმის ყველა სუპერმარკეტის ქსელში. თუმცა სარეალიზაციო არეალის გაფართოებაზე Foodoliz-ი ინტენსიურად მუშაობს. 

Foodoliz-ის წარმომადგენლის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა Zellatos-ს საექსპორტო ბაზრებზე გასვლაზე. 

„ექსპორტზე ვმუშაობთ. ველაპარაკებით მეზობელ ბაზრებს აზერბაიჯანს და სომხეთს“, - აღნიშნა  Foodoliz-ის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

Foodoliz-ი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში აწარმოებს ყველის სმუსნებს უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. კომპანია დაარსდა 2018 წელს საქართველოში და მისი საქმიანობის სფეროს სხვადასხვა სახის სანელებლებით შეზავებული მარილიანი ყველის “სმუსნების” დამზადება Წარმოადგენს.

news banner
ავტორი

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა