მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

WIZZ AIR გერმანიის მიმართულებით 6 სიხშირეს ამატებს

news image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 ზე საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის დამატებითი რეისები ფიქსირებულ ფასად შესრულდება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაუყოვნებლივ დაიწყო აქტიური მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე უკვე არსებულ რეგულარურ მიმართულებებზე. ასევე, დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია WIZZ AIR გერმანიის მიმართულებით 6 სიხშირეს ამატებს, მოთხოვნიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული რეისების რაოდენობა გაიზარდოს. 1 გზა ფიქსირებულ ფასად - 199 ევროდ ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე იყიდება.

 ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის და მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით სიხშირეები დაამატა და ბილეთები ფიქსირებულ ფასად უკვე იყიდება. დორტმუნდის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 18,19,26 და 27 ივნისს, ხოლო ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება 22 და 23 ივნისს. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, შევეცდებით სრულად დავაკმაყოფილოთ. პრემიერის დავალების ერთი ნაწილი უკვე შესრულებულია, დამატებით ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომ ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაიზარდოს და რეისები ხელმისაწვდომ ფასად შესრულდეს,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ამ ეტაპზე, გერმანიის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოს 2 საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება: თბილისიდან ბერლინი, მიუნხენი, დიუსელდორფი და შტუტგარტი. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან: ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, ფრანკფურტი და ჰამბურგი. ჯამურად საქართველოდან გერმანიის მიმართულებით, ამ ეტაპზე, კვირაში 23 სიხშირით სრულდება ფრენები, ზაფხულის სეზონზე კი მათი რაოდენობა 30 ამდე გაიზრდება.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა