მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

Wildberries შეკვეთების გაცემის ახალ პუნქტებს ხსნის საქართველოში

news image

პოპულარული ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Wildberries, შეკვეთების გაცემის ახალ პუნქტებს ხსნის და ავითარებს მის მზარდ ქსელს საქართველოში. პირველი ბრენდირებული პუნქტები უკვე გაიხსნა ქვეყნის დიდქალაქებში.

შეკვეთების გაცემის პუნქტები Wildberries-ის ბიზნეს-მოდელის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და მისი უნიკალური მახასიათებელი, რომელიც ამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას ბევრ კონკურენტისგან გამოარჩევს.  20 წლის წინ, კომპანიის დაარსებისას, მისი პროდუქციის ყველაზე დიდ  კატეგორიას ტანსაცმელი წარმოადგენდა. იმ დროს მომხმარებლები არ იყვნენ კეთილგანწყობილები ონლაინ შოპინგის მიმართ და სურდათ, შეძენამდე  მოესინჯათ ტანსაცმელი და უკან დაებრუნებინათ ის, რაც არ მოერგებოდათ. ეს არამხოლოდ Wildberries-ის სპეციფიკა, არამედ მისი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაც გახდა.

Wildberries-ის შეკვეთების გაცემის პუნქტები გამოსაცვლელი კაბინებით სწორედ ასეთი მომხმარებლებისთვის შეიქმნა და სწრაფადვე გახდა პოპულარული. დღეს Wildberries-ს 58,000-ზე მეტი შეკვეთების გაცემის პუნქტი აქვს შვიდ ქვეყანაში, რაც არც ერთ დიდ საერთაშორისო ონლაინ სავაჭრო პლატფორმას არ გააჩნია. Wildberries-ის შეკვეთების 90%-ზე მეტი სწორედ ამ პუნქტების მეშვეობით გაიცემა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს Wildberries-მა ტანსაცმლის გარდა ათობით სხვა პროდუქტის კატეგორია დაამატა – ელექტრომოწყობილობებით დაწყებული, ცხოველების პროდუქტებით დამთავრებული – შეკვეთების გაცემის პუნქტები კვლავ პოპულარულია, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც კურიერის ან საფოსტო მომსახურებაც ხელმისაწვდომია.

შეკვეთების გაცემის პუნქტები მოსახერხებელია როგორც კომპანიისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. მათ შეუძლიათ, მიიღონ შეკვეთა მათთვის ხელსაყრელ დროს, ისე, რომ არ მოუწიოთ კურიერის ლოდინი ან ნერვიულობა გზავნილის დაზიანებასთან ან დაკარგვასთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, ყველაზე მარტივად პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია უშუალოდ შეკვეთების გაცემის პუნქტში. Wildberries-ისთვის კი შეკვეთების გაცემის პუნქტები ამცირებს როგორც მიწოდების, ისე დაბრუნების ხარჯებსა და ვადებს.

ახალ ქალაქებსა და ქვეყნებში გასვლისას, კომპანია შეკვეთების გაცემის პუნქტებს ძირითადად პარტნიორული მოდელით ავითარებს. ადგილობრივი მეწარმეები, რომლებსაც აქვთ შესაფერისი ფართები (50-70 კვ.მ.), სივრცეებს Wildberries-ის სტანდარტების მიხედვით აწყობენ – ბრენდირებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით. კომპანია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად, ამზადებს დეტალურ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გახსნან შეკვეთების გაცემის პუნქტები და რა არის ამისთვის საჭირო. როგორც წესი, ჩადებული ინვესტიციის ანაზღაურებას ერთ წელზე ნაკლები დრო სჭირდება. ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ დამატებითი შემოსავალი, რადგან მათი ქალაქის მაცხოვრებლები სწორედ Wildberries-ის მეშვეობით ყიდულობენ პროდუქტებს.

პირველი შეკვეთების გაცემის პუნქტი თბილისში 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ხოლო თებერვლის მონაცემებით Wildberries-ის პროდუქციის მიღება უკვე შესაძლებელია ახალციხეში, ახალქალაქში, ბათუმში, ქობულეთში და რუსთავში მდებარე პუნქტებში, რომლებიც ადგილობრივმა მეწარმეებმა გახსნეს. განახლებადი რუკის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ, სად იხსნება ახალი შეკვეთების გაცემის პუნქტები და სადაა შესაძლებელი მათი გახსნა სამომავლოდ.

ამჟამად, Wildberries-ის მიერ უშუალოდ შესყიდული და გაყიდული პროდუქციის წილი მინიმალურია. კომპანია სრულფასოვან ონლაინ სავაჭრო პლატფორმად იქცა, სადაც 1 მილიონზე მეტი მოვაჭრე ყიდის საკუთარ პროდუქციას. ყოველთვიურად, Wildberries-ს 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს შვიდი ქვეყნიდან. ასევე იზრდება საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებიც, რაც ნიშნავს, რომ გამყიდველი ერთ ქვეყანაშია, ხოლო მყიდველი – მეორეში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა