მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

ვცდილობთ, მომხმარებლის ინტერესები გავითვალისწინოთ და კურორტზე დასვენება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი დავტოვოთ - Bioli Wellness Resort

news image

Bioli Wellness Resort-ის ზაფხულში თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს, ხოლო ფასებს უცვლელად ინარჩუნებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Bioli Wellness Resort-ის მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ახლოურმა განაცხადა. ირკვევა, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე Bioli Wellness Resort-ის ჯავშნების 70%-ი უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის.

„ველნეს კურორტი ზაფხულში თითქმის სრული დატვირთვით მუშაობს - ამ მხრივ, გასულ წელთან შედარებით სტატისტიკა არ შეცვლილა, მოთხოვნა უმნიშვნელოდ არის გაზრდილი. ჯავშნების თითქმის 70% უცხოელებზე მოდის - მათი ყველაზე დიდი რაოდენობა შემოდის სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან. 

რაც შეეხება ევროპელ დამსვენებელს, წელს, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაინტერესება არც ისე დიდია, რაც ჯავშნების სტატისტიკაზეც აისახა. ზაფხულის დასაწყისში ევროპიდან გაგვიუქმდა ერთი დიდი ჯავშანიც“, - აცხადებენ Bioli Wellness Resort-ის მარკეტინგის მენეჯერი.

 ამ ეტაპზე კურორტზე 11 პრემიუმ კოტეჯი (გათვლილი 2 სტუმარზე) და 2 გრანდ პრემიუმ კოტეჯი (გათვლილი 4 სტუმარზე) ფუნქციონირებს, სადავ სტანდარტულად, ყოველდღიურად შესაძლებელია 30 სტუმრის მიღება. 

 ირკვევა, რომ წელს ყველა პრემიუმ კოტეჯს სახურავის ტერასა დაემატა, სადაც ზაფხულის დღეების სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი.

გვაქვს ასევე ახალი რესტორანი, Terrace Kitchen & Bar - ტყეში ჩაფლული შენობა ულამაზესი ტერასით და ხედებით თბილისზე და კოჯრის ტყეზე.

სეზონის ბოლოსთვის კურორტზე გაჩნდება ახალი ხელოვნური ტბა და ეკოლოგიურად სუფთა მასალით აშენებული რამდენიმე შალე. მიმდინარეობს მრავალსეზონური აუზის მშენებლობაც, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დასრულდება.

 კურორტზე გასულ წელს დაიწყო რამდენიმეწლიანი რენოვაციის პროექტი, რომელიც 60-ნომრიანი ეკო-სასტუმროს და მრავალფუნქციური, ულტრათანამედროვე სპა-ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენს მომხმარებელს სერვისების კიდევ უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ“, - აცხადებს Bioli Wellness Resort-ის მარკეტინგის მენეჯერი.

 როგორც ტურისტული ობიექტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ფასების კორექტირება არ მოუხდენიათ.

„წელს ჩვენს საფასო პოლიტიკაში ცვლილებები არ ყოფილა. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებლის ინტერესები და კურორტზე დასვენება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი დავტოვოთ“, - განმარტავს ნინო ახლოური.

Bioli Wellness Resort-ი საკუთარ მომხმარებლებს ველნეს პროგრამების, პაკეტების და პროცედურების ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს.

„ყველაზე მოთხოვნადი შემდეგი პროგრამებია: „ჯანმრთელობის რესურსების მართვა“, „სტრესის მენეჯმენტი“ და „წონის მენეჯმენტი“. თანდათანობით აქტუალური ხდება დეტოქსის პროგრამები და „ძილის ხელოვნება“, რაც ეკოლოგიური გარემოს დაბინძურებით და ძილის დარღვევების მზარდი სტატისტიკით აიხსნება“, - აცხადებს ნინო ახლოური.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა