მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

ვცდილობთ ევროპული სტანდარტები დავნერგოთ, რათა ადამიანებს მეტი კომფორტი შეექმნათ - „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტი

news image

„ჯინო ჰოლდინგი“ „თბილისის ბულვარის“ პროექტს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს.
როგორც „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ ისაუბრა, ევროპული სტანდარტების დანერგვით კომპანია ადამიანებისთვის უფრო მეტი კომფორტის შექმნას ცდილობს. 
„ვცდილობთ რომ ევროპული სტანდარტები გადმოვიტანოთ და დავნერგოთ, რათა ადამიანებს მეტი კომფორტი შეექმნათ. სახლი, ბინა ან თუნდაც სასტუმრო ნომერი ხომ იმისთვის გინდა, რომ დაისვენო და მაქსიმალური კომფორტი მიღო. სამსახურში, გზაში ათასგვარი საფიქრალი და პრობლემა გაქვს და საღამოს მოდიხარ ადამიანი და გინდა დაისვენო, აივანზე გამოხვიდე დაჯდე, რაღაცა დაინახო, გაიხედო და სიმშვიდე ნახო. ოჯახთან ერთად გაისეირნო. 
2026 წლის ბოლოს ამ ადგილზე უამრავი ხალხი იქნება, როგორც ადგილობრივი ისე ტურისტი. რომლებიც აქ ამოვლენ და ისეირნებენ. იმიტომ, რომ ის შენობა, რომელიც არ შენდება მთელი პირველი სართული - გამიზნულია, რომ რესტორნები, ბარები, ბავშვთა ოთახები, გასართობი საშუალებები იყოს. დაახლოებით 8 ათასი კვ/მ იქნება პრომენადი, სადაც ადამიანები ისეირნებენ.  ყველაფერი იქნება სტანდარტების დაცვით და არაფერს არ ვაკეთებთ შეთანხმების გარეშე. არც ერთ ნორმაში არ მივდივართ ისე, რომ რაღაცა დავარღვიოთ. ტერიტორიაზე დამატებით დაირგვება 2000 ხეზე მეტი. ეს ადგილი გახდება მწვანეში ჩაფლული ოაზისი“, - აღნიშნა ნოდარ გიორგაძემ.
2024 წელი, სლოვაკური კომპანია სს „ჯინო ჰოლდინგისთვის“ საქართველოში საქმიანობის საიუბილეო თარიღია. კომპანიის მიერ პირველი საინვესტიციო პროექტის განხორციელებიდან 10 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტირებულმა თანხამ 110 მილიონ ევროს გადააჭარბა და სახეზე გვაქვს შემდეგი მოქმედი პროექტები: აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“, სასტუმროები ახალციხეში, მცხეთასა და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ასევე, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტი - ჯამური საინვესტიციო მოცულობით 79 მილიონი ევრო. მიმდინარე პროექტების სიაშია კიდევ ორი სასტუმროს მშენებლობა თბილისსა და ბაკურიანში. ჰოლდინგის პორტფოლიოში მალე შევა 50 მგვტ სიმძლავრის ფოტო ელექტრო სადგურის პროექტი გარდაბანში და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჰოლდინგმა მასშტაბური და ქალაქისთვის უნიკალური პროექტის განხორციელება დაიწყო სახელწოდებით „თბილისის ბულვარი“. 
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა