Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული
Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვეწარმოადგინა, ხოლო დამატებით ხუთი მოდელი წარმოების პროცესშია.
Volvo Cars ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას ელექტრიფიკაციის სფეროში დიდი ხანია ინარჩუნებს, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებით საკუთარი მიზნები მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად განაახლოს. Volvo Cars-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გლობალური გაყიდვების 90-100 % ელექტრიფიცირებული ავტომობილები (სრულადელექტრული და დატენადი Plug-in ჰიბრიდული მოდელები) იქნება, ანუ თითოეული ავტომანქანა ელექტროკაბელით აღიჭურვება. დანარჩენ 0-10%-ს კი მსუბუქი ჰიბრიდული (mild hybrid) მოდელებისშეზღუდული რაოდენობა შეავსებს. ეს ცვლის კომპანიის აქამდე გაცხადებულ მიზანს, რომლისმიხედვითაც, 2030 წლისთვის მისი სამოდელო ხაზი სრულად ელექტრული უნდა გამხდარიყო.
2024 წლის მეორე კვარტალში Volvo Cars-ის სრულად ელექტრული ავტომანქანების წილი 26%-სშეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პრემიუმ კლასის ანალოგებს შორის. ელექტრიფიცირებული მანქანების - ელექტრომობილებისა და დატენადი Plug-in ჰიბრიდების წილმაკი 48% შეადგინა.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები