მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

“ვისოლ ჯგუფმა“ 1 დღეში „საბვეის“ 6 და „ვენდის“ 1 ახალი რესტორანი გახსნა

news image

„ვისოლ ჯგუფმა“ წინასაახალწლოდ, 1 (ერთი) დღის განმავლობაში  „საბვეის“ 6 (ექვსი) და „ვენდის“ 1 (ერთი) ახალი რესტორანი გახსნა. “საბვეის“ რესტორნები თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ აკაკი ბაქრაძის ქუჩაზე, მარშალ გელოვანის გამზირზე, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.-ზე და ლისზე გაიხსნა. რეგიონში მგზავრობისას კი ამიერიდან „საბვეი“ მომხმარებლებს ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთის გარდა, უკვე თერჯოლასა და არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებშიც უმასპინძლებს.

„ვენდისმა“ თბილისში ახალი ფორმატის კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩა #14ა-ში გახსნა. განახლებული დიზაინის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურივილ რესტორანს ორნაკადიანი Drive-Tru სერვისი გააჩნია და 24/7 რეჯიმში მოემსახურება მომხმარებელს. ახალი რესტორნის გახნის შედეგად “ვენდისი” 2024 წელს საქართველოში უკვე 19 რესტორნით შეხვდება. 

“2023 წელი „ვისოლ ჯგუფის“ ისტორიაში, სხვადასხვა მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების საფუძვლის ჩაყრის წელი იყო. რაც შეეხება ჩვენი ბიზნეს ჯგუფის სარესტორნო მიმართულებას, „საბვეისთან“, სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან, გავაფორმეთ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უკვე 13 რესტორანი გავხსენით. „დანკინის“ ქსელის განვითარება 85 რესტორნამდე, „ვენდისის“ კი 19 რესტორნამდე შევძელით. 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით ვხვდებით. ინვესტიცია, რომელსაც გავიღებთ, მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფი“ 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთად ვიზრუნებთ.“ - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. 

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში უკვე 117 რესტორანს მართავს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ და ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი და გამორჩეული მოთამაშეა.  

„ჩვენ “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. „ვისოლ ჯგუფთან“ თანამშრომლობით „საბვეის“ მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი მიმზიდველი ერგონომიკის მქონე რესტორნებში, სადაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებითაა შესაძლებელი. მსხვილი გლობალური ბრენდების სარესტორნო ქსელის რეკორდული სისწრაფით განვითარების გამოცდილებამ შეგვაძლებინა თითოეულ ჩვენს რესტორანში შეგვექმნა გარემო, სადაც დღის ყველა მონაკვეთში სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებაა და ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელი მისთვის საყვარელ მენიუს აუცილებლად იპოვის.“ - აცხადებს “ვენდის”, “დანკინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე. 

“საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში. „საბვეისთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის. 
„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. და დღესდღეობით ბრენდის 19 რესტორანია საყვარელი თავშეყრის ადგილი თბილისში, ავტომაგისტრალის გორის, თერჯოლასა და არგვეთას მონაკვეთზე, ქუთაისსა და ბათუმში.  
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა