მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

ველოდები, რომ ყველა, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე, მოიხდის ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავს რეზერვების შევსების პოლიტიკას - გიორგი აბაშიშვილი

news image

ველოდები, რომ ყველა, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე, მოიხდის ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავს რეზერვების შევსების პოლიტიკას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, სწორედ ის ადამიანები აზიანებენ ლარს, რომლებიც სპეკულაციურად საუბრობენ.

„თუ არ იქნება აჟიოტაჟური ქცევა და როგორც ეკონომისტები ვამბობთ ხოლმე, თუ სხვა თანაბარ პირობებში ყველაფერი წესრიგში იყო, ლარს საფრთხე ამ ნაწილში არ ემუქრება. 

ძალიან საინტერესოა, როდესაც საუბარია ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ რეზერვები როდესაც იხარჯება, ამით ხელოვნურად ხდება ლარის კურსის დაჭერა, არცერთ შემთხვევაში ლარის კურსის დაჭერა ხელოვნურად არ ხდება.

აქ არანაირ კავშირში არ არის ლარის კურსის ხელოვნურ დაჭერასთან საქმე, იმიტომ, რომ ერთი მარტივი პრინციპია აქ, როდესაც ხდება შეძენა ამ შემთხვევაში რეზერვების, ფაქტია, ლარის კურსი ხელოვნურად ვერ იქნება დაჭერილი. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ სპეკულაციურად საუბრობენ, ისინი აზიანებენ ამ შემთხვევაში ლარს და ველოდები, რომ ყველა, ვინც სპეკულაციურად საუბრობს ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერაზე, მოიხდის ბოდიშს მას შემდეგ, რაც ნახავს რეზერვების შევსების პოლიტიკას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა