მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

თურქული წარმოების ელექტრომობილი Togg 2025 წლიდან ევროპის გზებზე გამოჩნდება

news image

თურქული წარმოების ელექტრომობილი Togg ევროპის გზებზე 2025 წელს გამოჩნდება, ამის შესახებ ქვეყნის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფატიჰ ქაცირმა განაცხადა. 

„2024 წლის ბოლოსთვის Togg ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირში (EU) ექსპორტისთვის და 2025 წლიდან ჩვენ დავინახავთ, რომ ევროპის გზებზე Togg-ის რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა თქვა, Togg თავიდანვე შეიქმნა, როგორც ჭკვიანი ელექტრო მანქანა: ”ფაქტობრივად, Togg არის თურქეთის მწვანე ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული მაგალითი და ნახშირბადის ნეიტრალური კონცეფციის განსახიერება.”

ამასთან, წლის ბოლომდე დაგეგმილია, რომ თურქული წარმოების ელექტრომობილის გასაღები  20 ათასამდე მძღოლს, რომლებმაც ავტომობილის წინასწარ შეუკვეთეს. 

თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა, რომ ის შეხვდა ბევრ საერთაშორისო კომპანიას, რომლებიც ელექტრომობილების სფრეროთი არიან დაინტერესებულნი. ის ამ მიმართულებით საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვან ზრდას ელის.

„ჩინური კომპანიებიც ძალიან სერიოზულ ინტერესს იჩენენ. ჩვენ გავუხსენით კარი ყველა ინვესტორს, რომელიც შემატებს ღირებულებას თურქეთს. იმ პირობით, რომ ისინი იმოქმედებენ მომგებიანი მიდგომის საფუძველზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა