მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუქციონზე იყიდება

news image

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.

წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51- ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“, აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდება. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ასევე გამოტანილია  წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. აღნიშნული სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარს შეადგენს. საპრივატიზებო პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რისთისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს, როგორც უნიკლაური სპა კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტროს  14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა. დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.

აუქციონების შესახებ დეტალური ინფორმაცია:

სანატორიუმი „რკინიგზელი“ – https://eauction.ge/Home/EntityView/991954;

სანატორიუმი „იმერეთი“ -  https://eauction.ge/Home/EntityView/991936;

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა