ცნობილია, როდის დაიწყება საქართველო - საბერძნეთის მატჩის ონლაინ ბილეთების გაყიდვა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების შეძენისას, თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია - ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).
საქართველო - საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.
ინფორმაცია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის: ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს. მატჩის ბილეთებს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ბილეთების მისაღებად event@tkt.ge-ზე გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი“,- ნათქვამია ინფორმაციასი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები