მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

ცესკოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელა

news image

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრას, რომელიც ცესკოში გაიმართა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე კეისი ჯონსი, USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების საკითხებში უფროსი მრჩეველი  ჯეფრი ვანესი  და ამავე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია ესწრებოდნენ.

 

26 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და დეზინფორმაციული კამპანია, 14 დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით -  ამ და სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის სამომავლო გეგმების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია გიორგი კალანდარიშვილმა თავად მიაწოდა.

 

 „დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან. მათ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე და მოვისმინე მათი მოსაზრებები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ინსტიტუცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, რასაც შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ითვალისწინებს, რაც შემდგომ დადებითად აისახება საარჩევნო პროცესებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში და არა მხოლოდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა, რომელიც  ჩვენ ორგანიზაციებს შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

თავის მხრივ,  ამერიკის საელჩოსა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. მათი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესი, ასევე ამომრჩეველთა ინფორმირება წარმატებით განახორციელა.

 

შეხვედრა, 27 ნოემბერს  გაიმართა და მას ადმინისტრაციის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა