მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

ცესკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

news image
mbc image

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთარუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიგამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა  დეტალურად ისაუბრა არჩევნებისმნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნებისისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. გიორგიკალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისპროცესზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და ცესკოს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიისმიმდინარეობაზეც, რომელიც ამომრჩევლებისთვის ტექნოლოგიების გაცნობას ემსახურება. 

 

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი პროცესია. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვის პირველი ნაბიჯი კი სწორედსაარჩევნო უფლების გამოყენებაა.

 

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გიორგი კალანდარიშვილმაახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისბიბლიოთეკაც დაათვალიერეს.

 

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა