მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

წარჩინებულ სტუდენტებს „მწვანე და აგროსტიპენდიები“ გადაეცათ

news image

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას  სათავეში უდგას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, რომელიც „მწვანე  და აგროსტიპენდიების“ ამბიციურ პროგრამას უკვე სამი წელია ახორციელებს. 64 სტიპენდიანტ სტუდენტს,  10  უნივერსიტეტიდან და 12 პროფესიული სასწავლებლიდან, 500-დან 1500 ლარის ოდენობით სტიპენდია გადაეცათ. „მწვანე და აგროსტიპენდიები“ სტუდენტებისთვის არის დამატებითი სტიმული სწავლის, ცოდნისა და გამოცდილების მიღებისათვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა სტიპენდიების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

აღინიშნა, რომ „მწვანე და აგროსტიპენდიების” პროგრამა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებებით მაღალი აკადემიური მოსწრების პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების წახალისებას.

„მწვანე სტიპენდიები“ ვრცელდება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ბუნების დაცვა და მეტყევეობა, ეკოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), გეოლოგია, გამოყენებითი გეოგრაფია, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა, გარემოს დაცვის ტექნოლოგიები, ხოლო აგროსტიპენდიები ვრცელდება პროგრამებზე: აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგიები, ვეტერინარია,  მევენახეობა-მეღვინეობა,  სატყეო საქმე, მცენარეთა დაცვა და სხვა.

სტიპენდიების გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, იური ნოზაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლი  საქართველოში დაგლას უები, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით; ხოლო „აგროსტიპენდიების“ პროგრამას ასვე ცენტრი ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)  დაფინანსებით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა