მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით ყოველწლიურად 20 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება

news image

ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით ყოველწლიურად 20 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება.

ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას SEMURG INVEST-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნურჟან მარაბაევმა განუცხადა. 

მისივე თქმით, დაგეგმილია ნავთობის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაც.

„TMTR, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ უმოკლესი და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტი, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ჩინეთსა და ევროპას შორის მთელი კონტინენტური ტრანსპორტის თითქმის 80 პროცენტი გადის ყაზახეთზე. 

კურიკ პორტში ნავთობის ტერმინალის მშენებლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა TITR განვითარების საქმეში. შედეგად გადაზიდვის წლიური სიმძლავრე 5,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი მოიცავს ექსპორტის დივერსიფიკაციის დაგეგმილი მოცულობის 25 პროცენტს“, - განაცხადა ნურჟან მარაბაევმა. 

მარაბაევმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობის ტერმინალს მომავალში შეუძლია გაუმკლავდეს ქიმიური ნაყარი ტვირთს, მათ შორის "მწვანე" ამიაკის ექსპორტის შესაძლებლობებს ნავთობქიმიური ინდუსტრიისთვის და "მწვანე" პროექტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კურიკის პორტის განვითარების კონცეფცია რამდენიმე ტერმინალის მშენებლობას მოიცავს. ამჟამად პორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბორნე კომპლექსი და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრი. დასრულდა ორი ნავმისადგომის, მისასვლელი სარკინიგზო ხაზების, მარცვლეულის ტერმინალის პირველი ეტაპის და ზოგადი ტვირთების ტერმინალის მშენებლობა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა