მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის და ყიდულობს

news image

ესპანეთიდან იმპორტი 3%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 75%-იან კლებას. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ესპანეთიდან საქართველოში 117,240.71 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ ესპანეთიდან 114,082.48 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ზრდა 2,8%-ია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ესპანეთიდან იმპორტი მზარდ ტრენდზეა. 2023 წელს ესპანეთიდან  საქართველოში 199,726.02 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. 

2024 წლის მიმდინარე სტატისტიკით ესპანეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მოსაპირკეთებელი ფილები იყო

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 12,547.84 ათასი დოლარი,
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 8,400.03 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 6,118.15 ათასი დოლარი,
  • სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 3,508.75 ათასი დოლარი,
  • ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 3,170.56 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წელის შვიდ თვეში ქვეყანამ ესპანეთში 18,067.35 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 71,896.18 ათასი დოლარის. კლება 74,9%-ია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით საქართველომ ესპანეთში ექსპორტი გაზარდა. გასულ წელს ქვეყანამ ესპანეთში ექსპორტიდან 80,729.99 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 6,798.26  ათასი დოლარი.
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4,328.43  ათასი დოლარი.
  • ფეროშენადნობები - 3,506.28  ათასი დოლარი.
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 1,161.47  ათასი დოლარი.
  • ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები - 469.43  ათასი დოლარი.


 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა