მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

TOP-5 პროდუქტი რასაც იაპონიაში ვყიდით და ვყიდულობთ

news image

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ იაპონიიდან 485,550.02 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის 10 თვეში იაპონიიდან 213,545.98 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი ფიქსირდება. ღირებულებით ნაწილში იაპონიიდან იმპორტის 95%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.

TOP-5 პროდუქცია, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:

  • იაპონია - 460,009.01 ათასი დოლარი,
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 8,394.10 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 2,912.64 ათასი დოლარი,
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი - 2,342.50 ათასი დოლარი,
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი - 2,017.27 ათასი დოლარი.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე 10 თვის იმპორტის მაჩვენებლები უკვე ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს, რადგანაც აღნიშნულმა მაჩვენებლებმა წინა რეკორდსმენს ანუ 2014 წლის მაჩვენებლებს უკვე გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ იაპონიიდან 368,173.81 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, ის 40%-იან კლებას აჩვენებს. თუ 2023 წლის 10 თვეში საქართველომ იაპონიაში 7,483.90 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 12,469.70 ათასი დოლარი შეადგინა. იაპონიაში ექსპორტმა უმაღლეს მაჩვენებლებს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 18,937.99 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

TOP-5 პროდუქტი, რაც 2023 წლის 10 თვეში საქართველომ იაპონიაში გაყიდა:

  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 1,995.80 ათასი დოლარი,
  • ალუმინი დაუმუშავებელი - 1,946.87 ათასი დოლარი,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1,161.99 ათასი დოლარი,
  • ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისა - 901.79 ათასი დოლარი,
  •  რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 691.79 ათასი დოლარი.
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა