მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.3
-0.006
flag
AZN 1.5541
-0.0005
flag
CNY 38.934
0.0027
flag
EUR 3.0237
0.0093
flag
GBP 3.528
0.0059
flag
KZT 55.82
0.0011
flag
TRY 0.0564
-0.0002
flag
USD 2.6415
-0.0009
news banner

TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემა საქართველოში ჩარიცხვების მიხედვით

news image
mbc image

საქართველოში ფულადი გზავნილების კუთხით (ჩარიცხვები) სისტემა RIA აქტუალურობას არ კარგავს და ისევ პირველ ადგილზეა. 2025 წლის თებერვლის მონაცემებით,  RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში   61,578.5  ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24,4%-ია. 

მეორე ადგილზე Western Union-ი, სისტემა თებერვალში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით  55,152.6  ათას აშშ დოლარს მოემსახურა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 21,9%-ია.

TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით:

  • Ria -  61,578.5 ათასი აშშ დოლარი,
  • Western Union - 55,152.6 ათასი აშშ დოლარი,
  • Money Gramy - 49,662.7 ათასი აშშ დოლარი,
  • Zolotaia Korona - 47,781.4 ათასი აშშ დოლარი,
  • Intel Express - 32,696.3 ათასი აშშ დოლარი,

2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252,28 მლნ აშშ დოლარი (711,1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5,3%-ით (14,1 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2024 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95,1% იმ 22 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95,3% მოდიოდა.

2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,7 მლნ აშშ დოლარი (80,9 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის თებერვლის (29,3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2,0% ნაკლებია. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა