მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა არის მისი უფლება - ირაკლი ლექვინაძე

news image

მნიშვნელოვანია, რომ თითოეილმა მოქალაქემ იცოდეს რა არის მისი უფლება, როგორ დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, ვის  მიმართოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

„15 მარტი, მსოფლიოს კალენდარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება. გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, ხოლო კონკურენციის სააგენტომ აღსრულების პროცესი 1-ელი ნოემბრიდან დაიწყო, აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს კონკურენციის სააგენტო წელს პირველად უერთდება“, - ამბობს ლექვინაძე. 

მისივე თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, კონკურენციის სააგენტოში, 2022 წლის ნოემბრიდან - დღემდე, შემოსულია 180-მდე განაცხადი, ხოლო საქმის შესწავლა 90 საკითხზე დაიწყო.  

„ამ დროის მონაკვეთში, მომხმარებლის სასარგებლოდ, გაფორმდა 23 პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. სააგენტო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს აქტიურად  აკვირდება. ამ დროისთვის, 3 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მთავარი გამოწვევაა - მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და კანონის ეფექტური იმპლემენტაცია“, - აცხადებს კნკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი. 

13-17 მარტს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართება.

ღონისძიებების ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებს და  საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.

კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობას იღებენ - საპარლამენტო გუნდის, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეებს ონლაინ მიმართავს ტერეზა მორეირა - UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; გოდა ალექსაიტე - ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი და  ნერინგა ულბაიტე - მომხმარებელთა დაცვის ექსპერტი.

„შეხვედრები - პანელური დისკუსიის, პრეზენტაციების წარდგენის ფორმატში გაიმართება.  დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია, ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვის ხარისხის გაძლიერება საქართველოში“, - ამბობს ლექვინაძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა