მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

თიბისი ლიზინგის მხარდამჭერით თბილისში Pizza Hut გაიხსნა

news image

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით თბილისში ამერიკული პიცერიების ქსელის, Pizza Hut-ის ფილიალი გაიხსნა. ბრენდის ისტორია 1958 წელს, ორი ძმის 600 დოლარიანი ინვესტიციით იწყება, დღეს კი, მთელს მსოფლიოში 16 000-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს.

კომპანიის ქართული მიზნები ამბიციურია და საშუალო ვადიან პერიოდში 12 ფილიალის გახსნას გულისხმობს, რაც ხაზს უსვამს ერთის მხრივ, ადგილობრივი ბაზრისადმი ნდობას, მეორეს მხრივ, სურვილს, გახდნენ ლიდერი სარესტორნო ქსელი პიცის მიმართულებით.

„თბილისში Pizza Hut-ის ახალი ფილიალის გახსნა ჩვენი ფრენჩაიზის სტრატეგიულ გაფართოებას ნიშნავს. თბილისი, როგორც ენერგიული და კულტურულად მდიდარი ქალაქი, გვაძლევს ადგილობრივ საზოგადოებასთან გლობალური ბრენდის დაკავშირების შესანიშნავ შესაძლებლობას. ეს ახალი ფილიალი მიზნად ისახავს სივრცის შექმნას ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და პიცის მოყვარულებისთვის, რათა ისიამოვნონ ჩვენი მრავალფეროვანი მენიუს შეთავაზებებით”,- ნიკა ბაქარაშვილი, „Pizza Hut საქართველოს“ თანადამფუძნებელი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყოველი ახალი ფილიალი კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილსა და კმაყოფილ მომხმარებელს გულისხმობს, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. რესტორნების რაოდენობის ზრდის მიღმა, აქცენტი სასიამოვნო კულინარიული გამოცდილების მიწოდებასა და მენიუს მუდმივად ინოვაციაზე რჩება.

„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთი საერთაშორისო ბრენდის განვითარებას ქართულ ბაზარზე, როგორიც Pizza Hut-ია. გარდა იმისა, რომ სრულ ნდობას ვუცხადებთ ბიზნესს, გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კომპანიების ოპერირება. თიბისი ლიზინგი რჩება დაფინანსების მარტივ გზად იმ სუბიექტებისთვის, ვისაც სურს შეიძინოს აქტივები და გამოითავისუფლოს ბიზნეს რესურსი“, - ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ლიზინგი აფინანსებს ტექნიკას, მანქანა-დანადგარებს, ტრანსპორტსა და უძრავ ქონებას სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის, მათ შორის, წარმოებისა და კვების ობიექტებისთვის.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა