მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

თიანეთის მუნიციპალიტეტში სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები დასრულდა

news image

დასრულდა თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის, ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისთვის მოსამზადებელი კვლევები.

მულტიდისციპლინარული კვლევების ფარგლებში, სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა, გამოიკვლიეს ფიზიკური და უფლებრივი გარემო და შეაფასეს გეგმარებითი ერთეულის ტერიტორია.

კერძოდ, შესწავლილი იქნა გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი, არსებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები, ეკოლოგიური მდგომარეობა, ბუნებრივი და ტექნოგენური საფრთხეების არეალები, კლიმატი და კლიმატის ცვლილებების საპროგნოზო მონაცემები.

დაზუსტდა კულტურული მემკვიდრეობის არსებული ძეგლების მდებარეობა და მათი ინდივიდუალური დაცვის ზონები. დადგინდა ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური ქსელებისა და წყლის ობიექტების დამცავი ზოლები და სხვადასხვა სახის სანიტარიული დაცვის ზონების არეალები.

შესწავლილი იქნა სოციალური, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტები და ქსელები, ტერიტორიების საკადასტრო მონაცემები, მიწათმფლობელობა, მიწათდაფარულობა და მიწის გამოყენება. არსებული მონაცემების მიხედვით, განისაზღვრა სივრცითი კატეგორიები.

შეფასდა არეალის როლი და მნიშვნელობა განსახლების არსებულ სისტემაში. შეგროვდა ინფორმაცია დასახლებული პუნქტების განთავსებასა და სტრუქტურაზე. გაანალიზდა დემოგრაფიული მონაცემები არეალში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ.

ეკონომიკის სხვადასხვა დარგის მიმართულებით, შეფასდა ტერიტორიების განვითარების პოტენციალი. განისაზღვრა ის საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც შემდგომში შესრულდება საპროექტო სამუშაოები.

მიღებული მონაცემები ტექსტურად აისახა ინდიკატორების მატრიცის ცხრილში და დარგობრივი მიმართულებების ანგარიშებში, ხოლო გრაფიკულად დატანილი იქნა შესაბამისი შინაარსის რუკებზე.

საპროექტო ჯგუფის წევრებმა შესრულებული სამუშაოების ანგარიში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინეს.

მომდევნო ეტაპზე, არსებული მონაცემებისა და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, საპროექტო ჯგუფი დასაგეგმარებელი არეალის განვითარების ხედვას მოამზადებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა