მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

Tesla (TSLA)-ს აქციების ფასი 10,2%-ით გაიზარდა

news image

გიზიარებთ ბლოგს: Tesla (TSLA)-ს აქციების ფასი ზედიზედ მეორე დღეა იზრდება. აღმასვლა ორშაბათს, მეორე კვარტლის შედეგების გამოცხადების ოპტიმისტური მოლოდინის ფონზე დაიწყო და სამშაბათ დღეს, უშუალოდ რეზულტატის წარდგენის შემდეგაც გაგრძელდა, რადგან კომპანიამ ანალიტიკოსთა მოლოდინის გადაჭარბება შეძლო.


Tesla (TSLA) ზედიზედ მეორე დღეა, S&P 500-ის ლიდერთა შორისაა. Tesla (TSLA)-ს აქციების ფასი გუშინ იმ უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, რაც იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა. 


კომპანიის აქციების ფასი 10,2%-ით გაიზარდა და $231,26-ზე დაიხურა. ბოლო 2 სესიის განმავლობაში აქციის ფასმა 17%-ით იმატა. 


როგორც ელექტრომობილების გიგანტმა ანგარიშში აღნიშნა, მეორე კვარტალში მან 443,956 მანქანა გაყიდა, ხოლო 410,831ერთეული გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, გაყიდვების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, ის მაინც უსწრებდა ანალიტიკოსთა კონსენსუსს, რომელიც დაახლოებით 439,000 ავტომობილის მიწოდებას ვარაუდობდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ანალიტიკოსების ვარაუდით, 8 აგვისტო  Tesla (TSLA)-სთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ავტომობილების მწარმოებელი სავარაუდოდ ,,რობოტაქსს“ წარადგენს და აღნიშნული მოვლენა კომპანიისთვის უახლოეს პერიოდში კატალიზატორი იქნება. ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ ავტონომიური მანქანები და Tesla (TSLA)-ს სრული თვითმართვის ფუნქცია ავტომწარმოებელს დაეხმარება, $1 ტრილიონის საბაზრო ღირებულება დაიბრუნოს.


Tesla (TSLA)-ს აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა