ტერა ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22.4 მილიონს უტოლდება
Business Insider Georgia რუბრიკა Business Intelligence & Analytics-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ„კრედოს“, „ტერასა“ და „პროკრედიტ ბანკის“ ფინანსურ ანალიზს. აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების სასესხო პორტფელი ჯამურად 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს და მთლიანი სასესხო პორტფელის 9.3%-იანი წილი უჭირავთ. ყველაზე დიდი სასესხო პორტფელი ზემოთ ხსენებული ბანკებიდან „კრედო ბანკს აქვს და ₾1.88 მილიარდს შეადგენს, მეორე ადგილზე „ტერა ბანკია“ ₾1.36 მილიარდი სასესხო პორტფელით, მესამე ადგილზე კი „პროკრედიტ ბანკი“ - ₾1.2 მილიარდით.
წინა წლის შესადარის პერიოდთან მიმართებით კრედო და ტერა ბანკისასესხო პორტფელის 15.82%-იან და 15.45%-იან ზრდას აფიქსირებს, რაც სექტორის 10.61%-იანზრდასთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
პროკრედიტს სასესხო პორტფელის 5.78%-იანი კლება უფიქსირდება. გასათვალისწინებელია სასესხო პორტფელების კომპოზიცია, კერძოდ კრედო ბანკს სასესხო პორტფელის 89% ნომინირებულია ეროვნულ ვალუტაში, ტერა ბანკის სესხების 56.4% ლარში, პროკრედიტ ბანკის სასესხო პორტფელში კი მხოლოდ 36.9%-ია ლარში ნომინირებული.
აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა პროკრედიტ ბანკის შემთხვევაში, რადგან სასესხო პორტფელის 63% უცხოურ ვალუტაშია, შესაბამისად საკურსო სხვაობა დიდ გავლენას ახდენს კომპანიის სასესხო პორტფელის მოცულობაზე და შესაბამისად მომგებიანობაზე. შესაბამისად, პორტფელის ზომაზე მეტად გადამწყვეტია კომპანიის მომგებიანობის გასაზომად არსებული პორტფელით დაგენერირებული საპროცენტო შემოსავლები. 2023 წლის 2 კვარტლის ჯამში 354 მილიონი ლარის ოდენობით საპროცენტო შემოსავალი მიიღო კრედო, ტერა და პროკრედიტ ბანკებმა, რაც შესაბამისად 220, 76 და 56 მილიონ ლარში გამოიხატა.
ჯამურად სექტორმა 3.389 მილიარდი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, საიდანაც ზემოთხსენებული ბანკების საპროცენტო შემოსავლები 10.5%-ს შეადგენს. აბსოლუტური მაჩვნებლების გარდა საბანკო პორტფელის შეფასებისას განსაკუთრებულ როლი აქვს პორტფელის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთებს, რაც გულისხმობს სასესხო პორტფელის მიერ დაგენირირებულ საპროცენტო შემოსავლებს, კერძოდ წმინდა საპროცენტო მარჟას, რაც კრედო ბანკს 6 თვის მონაცემებით 11.71%, ტერა ბანკისათვის 5.62%, პროკრედიტისათვის კი 4.65%-ია. აღნიშნულ მოანცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კრედო ბანკის პორტფელის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23.41%, ტერა ბანკის 11.24%, პროკრედიტის კი 9.31%.
ასევე აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, კრედო ბანკის 24.85%, ტერა ბანკის 10.57%, პროკრედიტის 8.66%.
ინდუსტრიაში 2023 II კვარტლის მდგომარეობით სასესხო პორტფელზე არსებულმა საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 14.05% შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12.75% იყო. ლარის ჯამურმა სასესხო პორტფელმა განიცადა 17%-იანი მატება, შესაბამად ლარის წილი სასესხო პორტფელში გაზრდილია, რაც იწვევს სასესხო პორტფელზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ზრდას, კერძოდ 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკებში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარის სასესხო პორტფელზე 18.32 პროცენტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი 8.74%. შესაბამისად სასესხო პორტფელში ლარის პროცენტული წილის ზრდა იწვევს საშუალოდ გაზრდილ საპროცენტო შემოსავლებს ბანკებისათვის. სწორედ ჭარბად გაცემული ლარის სესხები იწვევს კრედო ბანკის 23.41% სასესხო პორტფელის საპროცენტო განაკვეთს, როგორც სტატიაშია აღნიშნული სასესხო პორტფელის 89.5% სწორედ ლარში ნომინირებულ სესხებს უჭირავს კრედო ბანკისათვის, ტერა ბანკი საპროცენტო შემოსავლები შესაბამისად შედარებით ნაკლებია და მიახლოებულია ინდუსტრიის საშუალო მონაცემთან, თუმცა პროკრედიტ ბანკის საპროცენტო განაკვეთი შედარებით დაბლია, რაც ძირითადად უცხოურ ვალუტაში გაცემული სასესხო პორტფელით აიხსნება.
ლარის საშუალო სასესხო პორტფელის განაკვეთი 18.32%, კრედო ბანკს ამ შემთხვევაშიც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, კერძოდ 25.14%, ლარში გაცემული სესხებისათვის, ტერას და პროკრედიტს კი ინდუსტრიის სასესხო განაკვეთზე შედარებით ნაკ
სხვა სიახლეები