მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

„თეგეტა ჰოლდინგმა“ MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების საქართველოში შემოყვანა დაიწყო

news image

„თეგეტა ჰოლდინგმა“ MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების საქართველოში შემოყვანა დაიწყო. 17 ერთეული MAN Lion's City 18C ამ ეტაპზე საბაჟო პროცედურებს გადის. ახალი ავტობუსების შემოყვანაზე ჰოლდინგმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიმდინარე წელს გაიმარჯვა. ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის მუნიციპალური პარკისთვის ავტობუსების გადაცემა 2024 წლის პირველი ნახევრიდან უნდა დაწყებულიყო. „თეგეტამ“ კი, როგორც MAN-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, ავტობუსების პირველი ერთეულების შემოყვანა ტენდერით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე უზრუნველყო.

პირობების თანახმად, პირველ ეტაპზე ჰოლდინგი 50 ერთეულ ავტობუსს 2024 წლის 1 აპრილამდე შემოიყვანს. დარჩენილი რაოდენობა კი 2024 წლის ბოლომდე ჩამოვა საქართველოში. ჯამში, დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი 160 ერთეული უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება. 

ვადაზე ადრე გადასცა „თეგეტამ“ 100-ამდე ერთეული ავტობუსი ერევნის მერიას, სადაც ჰოლდინგი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული გახდა.

რაც შეეხება თბილისისთვის განკუთვნილ MAN Lion's City 18C-ს, ის სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ავტობუსს 4 ასასვლელი კარი აქვს და 162 მგზავრზეა გათვლილი. დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება თბილისის კლიმატურ პირობებს. ავტობუსი აღჭურვილია Wi-Fi სისტემებით და USB დატენის 8 წერტილით, რომლებიც თანაბრად ნაწილდება სამგზავრო განყოფილებაში.

MAN Lion's City 18C-ს შემოყვანა მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი მიმართულებითაც, რადგან ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა