თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები 44.7%-ით შემცირდა
თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკის თანახმად, კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 44.7%-ით შემცირდა.
ამასთან, თებერვალში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44%-ს შეადგენს, შესაბამისი 110.7 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ზრდა ფიქსირდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც, რაც წლიური 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი
(80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები