მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

თბილისში 18-მეტრიანმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყო

news image

დღეიდან, N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

„ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში, დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსები დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე  აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს.

„18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. 50 ერთეული უკვე თბილისშია, მათი აღჭურვა და მოწესრიგება მიმდინარეობს და ეტაპობრივად ხაზებზე გავა. მთლიანად 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გვაქვს ნაყიდი. თავიდან 200 ერთეული გვინდოდა, მაგრამ რისი საშუალებაც გვქონდა, იმდენი შევიძინეთ. სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ 40 ერთეულის ყიდვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა