მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - გენერალური პარტნიორი კი საქართველოს ბანკია

news image

10-12 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.

წიგნის დღეები ექსპო ჯორჯიას  მე-11 პავილიონში ჩატარდება, სადაც კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მათი საყვარელი გამომცემლობის, სტამბებისა და მაღაზიების წიგნები და პროდუქცია. ისარგებლონ საქართველოს ბანკის სპეციალური ფასდაკლებით და შეთავაზებებით.

ამასთანავე, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას იმოქმედებს ქეშბექი. რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველი წიგნის საქართველოს ბანკის ბარათით შეძენისას თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) მომხმარებელს საკუთარ ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაუბრუნდება. ამისათვის, საჭიროა  შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროთ.

ფესტივალის ტერიტორიაზე, საქართველოს ბანკის სივრცეში, სტუმრები შეძლებენ ჩაერთონ ბანკის მიერ ორგანიზებულ საინტერესო აქტივობებში, ასევე ეწვიონ საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ გარე რეკრეაციულ სივრცეს.

 „საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ თბილისის წიგნის დღეების გენერალური პარტნიორები ვართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ერთი მხრივ მკითხველებს, აღმოაჩინონ ახალი წიგნები, მიიღონ რეკომენდაციები და შეიძინონ მათთვის სასურველი გამომცემლობების სერიები სპეციალურ ფასად, ასევე შესაძლებლობას აძლევს გამოცემებს, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა. თბილისის წიგნის დღეები მკითხველთა საყვარელი ღონისძიებაა, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მცირე წვლილი მიგვიძღვის ამ ღონისძიების განხორციელებაში“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე  ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი  პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც  მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე - კომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლესთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა