მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს

news image

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46- პლენარული სესია მიმდინარეობს. სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გორდულაძე მონაწილეობენ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46- პლენარულ სესიაზე, რომელიც კონგრესის პრეზიდენტმა მარკ ქულსიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა გახსნეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომის თაობაზე  გაიმართა დებატები. აგრეთვე კენჭი ეყარა დეკლარაციის პროექტს უკრაინელი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ. ამას გარდა, კონგრესის 46- სესიაზე დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებები, როგორც კანონის უზენაესობის მოქმედი პირები და გარანტორები; გარემოსდაცვითი საკითხები; ადგილობრივი და რეგიონული პასუხები ბუნებრივ კატასტროფებსა და კლიმატურ რისკებზე; გაეროს მომავლის სამიტი; ჩარჩო კონვენციის პროექტი ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე და სხვა.

კონგრესზე ასევე წარმოდგენილი იქნება იტალიის, ნორვეგიის, ანდორის, მონტენეგროს, საფრანგეთის, ხორვატიის ადგილობრივ თვითმმართველობებში ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგის ანგარიშები. კონგრესის წევრები გაეცნობიან და კენჭს უყრიან მოლდოვაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, ლიხტენშტეინის თავმჯდომარეობის ფარგლებში, კონგრესს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და გარემოსდაცვის მინისტრი საბინე მონაუნი. სესიის მსვლელობისას დაგეგმილია მოსაზრებების გაზიარება თემაზე: ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლი ბელარუსული დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა