მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში

news image

თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით,  თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროცესის პრეზენტაცია  გაიმართა.

 

სამუშაო შეხვედრა  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა, რომელმაც შეხვედრის მიზნებზე, დოკუმენტის მნიშვნელობასა და  სოციალური ჩართულობის საკითხებზე ისაუბრა.

 „USAID-ის  ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებთან  სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით. დარწმუნებული ვარ, რომ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რასაც  გენდერული აუდიტის ჩატარება ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის. ვთვლი, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს სამომავლო მიზნებსა და ამოცანებში აქტიურად აისახება ის რეკომენდაციები, რომლებსაც გენდერული აუდიტის ჩატარების შემდეგ USAID-ის  ექსპერტები მოგვაწვდიან“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

შეხვედრაზე  გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროცესის პრეზენტაცია გენდერული აუდიტის ექსპერტებმა, აკრედიტებულმა ფასილიტატორებმა, რუსუდან კონჯარიამ და ნინო ლილუაშვილმა წარადგინეს. მათ  დეტალურად ისაუბრეს იმ პროცესებზე, რომლებიც თანამშრომლობის შედეგად განვითარდება.

 

როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგია ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ პრაქტიკასა და სტანდარტს. ინსტრუმენტი აფასებს, თუ რამდენად ეფექტიანად ხდება ორგანიზაციულ საქმიანობაში გენდერული საკითხების ინტეგრირება, კრიტიკული გამოწვევების გამოვლენა, ხარვეზების აღმოფხვრა და პრაქტიკული რეკომენდაციებს შეთავაზება.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.  მონაწილეებმა  პრიორიტეტებსა და  ძირითად ამოცანებზე ისაუბრეს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა