მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

„თამაშობანა“ ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიაა

news image

„თამაშობანა“ ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მიზანია სხვადასხვა თაობის ადამიანების თამაშის გზით გაერთიანება. კომპანია 7 წლის წინ შეიქმნა და ამ დრომდე 15-მდე საავტორო სამაგიდო თამაში აქვს შექმნილი.

„თამაშობანას“ პროდუქცია ადამიანებს ეხმარება სწავლაში, გართობასა და ახალი უნარების შეძენაში. თითოეული თამაშის შექმნის პროცესი კომპლექსურია — თავდაპირველად განისაზღვრება მიზანი, ამოცანა, გამოწვევა, რომელიც ამ პროცესში უნდა გადაიჭრას. ეს პროცესი გაიარა „თამაშობანას“ გამორჩეულმა თამაშმა ,,იოგა ბავშვებისთვის“, რომელიც ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

,,ვფიქრობ, წარმატების საიდუმლო ინგრედიენტი ჩვენი, დამფუძნებლებისა და კომპანიაში მომუშავე თითოეული ადამიანის სიყვარულია, რომელიც ამ ბრენდის მიმართ გვაქვს“ - ნაუ სონღულაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი.

სწორედ კომპანიის მიმართ სიყვარულმა და პროდუქტების განვითარებაზე უწყვეტად მუშაობამ მიიყვანა ,,თამაშობანა“  Speilwarenmesse-ზე, სათამაშოების ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე ჯერ 2019, შემდეგ კი 2023 წელს. „თამაშობანას“ დამფუძნებლის აზრით, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებისთვის გამოფენებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ ღონისძიებებზე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ აუდიტორიასთან, გაეცნონ თანამედროვე ტენდენციებს და შეიძინონ მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორები

„სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით პირველად 2019 წელს მოვხვდით ამ გამოფენაზე. მაშინ სექტორიდან მხოლოდ 4 კომპანია ვიყავით, რადგან ეს სფერო არცთუისე პოპულარული იყო. სწორედ სააგენტოს მხარდაჭერისა და დაუზოგავი შრომის შედეგია, რომ ქვეყნის განვითარების კუთხით, სათამაშოების სექტორი პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე მზარდია“ - ნაუ სონღულაშვილი, ,,თამაშობანას“ დამფუძნებელი.

2023 წელი ,,თამაშობანასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, კომპანიას უამრავი საექსპორტო პროექტი ელოდება. ასევე, წლის ბოლოს იგეგმება ,,თამაშობანას“ კონცეპტუალური სივრცის გახსნა, რომელიც ღია იქნება ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს, შეიმეცნოს, გაერთოს და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ითამაშოს.

სათამაშოების სექტორი საქართველოში დღითი დღე ვითარდება და იზრდება. განსაკუთრებით კი იზრდება მეწარმე ქალების რიცხვი, რომლებიც ქართული კომპანიების სახელებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ამკვიდრებენ.

,,ქალბატონებს ვურჩევდი რომ არასდროს დაკარგონ საკუთარი თავისა და იდეის რწმენა. იყვნენ უფრო მეტად გამბედავები, რადგან არ არსებობს უშეცდომო გზა და ყოველთვის დაიტოვონ დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის“ - ნაუ სონღულაშვილი, ,,თამაშობანას“ დამფუძნებელი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა