მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7164.2
-0.0038
flag
AZN 1.5322
-0.0002
flag
CNY 38.832
-0.0018
flag
EUR 2.9407
-0.0169
flag
GBP 3.4425
-0.0199
flag
KZT 58.75
-0.0049
flag
TRY 0.0531
0
flag
USD 2.6042
-0.0005
news banner

სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ - ბაზისბანკი, ფესტივალის ოფიციალური სპონსორი

news image
mbc image

ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 15-21 ივლისს, მესტიაში, სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა.

სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს.სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტიამ წელსაც უმასპინძლა კინემატოგრაფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყო კანის პალმის რტოს მფლობელი და ოსკარის ნომინანტი, შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი, რომელსაც ფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საერთაშორისო  სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი პროექტების  პრეზენტაციის  საკონკურსო პროგრამა.

კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი ორ კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ:

- საუკეთესო ფილმი - "აქ არ არის შორს", რეჟისორი თემურ ჩოფლიანი (საქართველო)

- საუკეთესო რეჟისორი კიმ ტორესი გახდა ფილმისთვის "მთვარე დაგვიცავს" (კოსტა რიკა)

ფესტივალის ჯილდო - საუკეთესო პროექტი, რეჩელ ჰანანაშვილის ,,Reedem Me” გადაეცა. საუკეთესი ქართული პროექტის ჯილდოს მფლობელი კი თეა ვაწაძის  „გრავიტაცია“ გახდა. სპეციალური აღნიშვნა რეჟისორ მარიამ ქარქაშაძის ,,აბასთუმანმა“ დაიმსახურა.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა