მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე კომუნალური ტარიფების გადახედვა დაგეგმილი არ არის - დავით ნარმანია

news image

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე კომუნალური ტარიფების გადახედვა დაგეგმილი არ არის.

„რამდენიმე წლიანი ტარიფები გვაქვს დადგენილი, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. სულ მცირე, 2025 წლის ბოლომდე ტარიფების გადახედვა დაგეგმილი არ არის“, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ Business Insider Georgia-ს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. ახალი ტარიფები 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

ამასთან, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. თუმცა ბუნებრივი გაზის ფასი არ შეცვლილა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარია ერთ კუბურ მეტრ გაზზე.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან გაიზარდა შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო ქ რუსთავში – 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა