მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააუმჯობესებს განათლების მთლიან ეკოსისტემას საქართველოში - გიორგი ამილახვარი

news image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” გახსნა.

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

 

მინისტრმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამჟამად განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები, რომლის მიზანია მოამზადოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრები. კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლების ყველა საფეხურზე დაფინანსების მოდელის დახვეწაზე, მათ შორის პრიორიტეტული პროგრამების გადახედვასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.

 

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააუმჯობესებს განათლების მთლიან ეკოსისტემას საქართველოში.

 

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა ხაზი ასევე გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ განათლების სექტორმა კარი მაქსიმალურად უნდა გაუხსნას ბიზნეს სექტორს, რაც კიდევ უფრო

მეტად  შეუწყობს ხელს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა.

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა