მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

შუა დერეფანში სატვირთო გადაზიდვები 62%-ით გაიზარდა

news image

2024 წლის 7 თვეში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TMTM, შუა დერეფანი) გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 2,5 მილიონი ტონა შეადგინა.

ამის შესახებ  Report-ი ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

იანვარ-ივლისის განმავლობაში შუა დერეფნის გავლით ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელი 62%-ით გაიზარდა და 2,5 მილიონი ტონა (2023 წლის ანალოგიური პერიოდისთვის 1,6 მილიონი ტონა) შეადგინა.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს პროგნოზით შუა დერეფანში ტვირთების ტრანსპორტირების მაჩვენებელი 2024 წელს 4,2 მილიონ ტონამდე იქნება.

2023 წელს შუა დერეფანში ტვირთების მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 2,7 მილიონი ტონა შეადგინა (2022 წელი - 1,7 მილიონი ტონა).

ТМТМ - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "შუა დერეფანი", არის საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულება, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს. დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა