მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

შემოსავლების სამსახურში დისტანციური და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელი 90%-ზე მეტია

news image

2024 წლის, 7 თვის მონაცემების მიხედვით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობამ 152 136 შეადგინა, რაც წინა 2 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38 %-ით ნაკლებია. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ სწორედ, ელექტრონული მომსახურების ფართო ხელმისაწვდომობის შედეგია, სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელის 90%-ზე მეტი ნიშნულის მიღწევა.

აქვე გაცნობებთ, რომ 2024 წლის მაისის თვიდან, ,,RS ჩათის“ ფარგლებში ამოქმედდა ციფრული ასისტენტი ,,RS-ბოტი“, რომელიც წინასწარ დაიდენტიფიცირებულ/შერჩეულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის www.rs.ge მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას საგადასახადო/ საბაჟო კანონმდებლობასთან და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ,,RS-ბოტი“ მომხმარებლებთან, ასევე აგზავნის კითხვის თემებთან დაკავშირებულ შესაბამის ბმულებს. 2022 და 2023 წლების 6 თვის მონაცემებთან შედარებით ,,RS ჩათის“ სესიებზე რეაგირების წილი საკმაოდ მზარდია და 2024 წლის II კვარტლის მდგომარეობით 97 პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის.

შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - ციფრული ასისტენტის, ,,RS ჩათის“, ჭკვიანი ,,RS ბოტი“ და ,,ვიდეო ზარი“ მომსახურებით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული 500-მდე ელექტრონული სერვისით“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა