მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

შავი ზღვის კაბელის პროექტი ყველაზე სტრატეგიულია, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია - გიორგი აბრამიშვილი

news image

შავი ზღვის კაბელის პროექტი, ყველაზე სტრატეგიულია, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ეს იქნება პირველი ფიზიკური საზღვარი ევროპასთან, როცა ჩვენ სხვა შუამავალი ქვეყნების გარეშე დავუკავშირდებით ევროპის ენერგეტიკულ ქსელს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განახლებადი და მწვანე ენერგია უნდა გახდეს მთავარი საექსპორტო პოტენციალი შემდგომი 10-15 წლის განმავლობაში.

„დღეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალი არის მადნეული, ფეროშენადნობები, რომელიც ამოწურვადია. ქვეყანას ჭარბად აქვს მწვანე და განახლებადი ენერგია და ამ პოტენციალის სწორად ათვისების შედეგად უნდა მოხდეს ის, რომ ეს უნდა იყოს მთავარი საექსპორტო მიმართულება, რომლის მიწოდებაც მოხდება ევროპაში. ამისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელება, იმისთვის რომ მწვანე ენერგია გავიტანოთ ევროპაში ან თუნდაც დეფიციტურ თვეებში, ვიდრე სრულად ავითვისებთ დივერსიფიცირების საშუალება გვქონდეს და იმპორტი აღარ განვახორციელოთ და ჩავანაცვლოთ მეზობელი რუსეთი და აზერბაიჯანი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მალე უნდა დასრულდეს და რა ინფორმაციაც მაქვს საკმაოდ პოზიტიურია. მოლოდინი დადებითი გვაქვს და იმედი გვაქვს მალე დაიწყება ამ პროექტის განხორციელება“,- აღნიშნავს აბრამიშვილი. 

შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტი ევროკომისიამ 2022 წელს დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის შექმნას აზერბაიჯანიდან საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ეს განიხილება, როგორც რუსეთთან ევროკავშირის ენერგეტიკული ურთიერთობების გაწყვეტის შედეგად ზარალის კომპენსაციის ერთ-ერთ გზად და ამავე დროს, ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივას ეწინააღმდეგება. 

2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა