მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

სემეკმა კომპანიები დააჯარიმა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე კომპანიები დააჯარიმა. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ენერგეტიკს“ და შპს „საჩხერის წყალკანალს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამურად, 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. 

 სემეკის გადაწყვეტილებით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“  სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 40 000 ლარით დაჯარიმდა. კერძოდ, კომპანიამ არ შეასრულა „მომსახურების ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვასთან დაკავშირებით. 

         სემეკმა შეისწავლა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების საკითხი. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ  კომპანია ელექტრონულ ჟურნალში სრულად არ ასახავდა ელექტროენერგიის წყვეტების შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, გამოიკვეთა, რომ ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ არ იყო ასახული 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე დაფიქსირებული ელექტროენერგიის წყვეტების დაახლოებით 28%, ხოლო 22% ასახული იყო წყვეტის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი უზუსტობით. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს სემეკის პროგრამულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც რეალური დროის რეჟიმში კონტროლდება კომპანიების მიერ „მომსახურების ხარისხის წესების“ შესრულება. ელექტრონული ჟურნალის შევსებისას ინფორმაციის არასახვა, არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის შეყვანა წარმოადგენს წესების დარღვევას.     

საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისა და  არამიზნობრივად გამოყენების გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „ენერგეტიკი“.

გარდა ამისა, 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „საჩხერის წყალკანალი“. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების რეგლამენტთან და სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტაციის სემეკში წარმოუდგენლობა.  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა