მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდას - დავით ნარმანია

news image

15 მარტს, მომხმარებლის დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის 2025 წლის გეგმებზე.
„სემეკის სტრატეგიაა, რომ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კომისიის საქმიანობას და ეხმარება მომხმარებლებს უფლებების დაცვაში, ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამ მიზნით, სემეკმა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საინფორმაციო ბუკლეტები შეიმუშავა, მომზადდა საინფორმაციო კლიპი სურდო თარგმანით. უახლოეს პერიოდში, კომისია გეგმავს ახალი ვებგვერდის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვებგვერდი ადაპტირებულია შშმ პირებზე, ახალ ვებგვერდზე უფრო მეტად დაიხვეწება შესაბამისი მექანიზმები,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და განათლების ამაღლებას. ამ მიზნით, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.
„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, 2024 წელს ჩატარდა 21 სასწავლო კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ჯამში, ტრენინგები გაიარა 1200-მდე მონაწილემ. ამჟამად, ცენტრში გამოცხადებულია რეგისტრაცია ახალ კურსზე, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეეხება. კურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება მომხმარებელთა უფლებების, მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.
10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. კვირეულის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა