მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

სელფისა და ალდაგს შორის რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

news image
mbc image

ქართული მობილური ოპერატორი სელფი, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, ალდაგთან რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიულ  პარტნიორობას იწყებს. კომპანიის სრული ქონება, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით  კომპანიის საკუთრებაში არსებულ კავშირგაბმულობის სისტემებს, ანძებს, მიწისქვეშა ტექნოლოგიებს, შენობებსა და კომპიუტერულ ტექნიკას, ალდაგში ინდივიდუალური პირობებით იქნება დაზღვეული.

 

ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად შემდგარი თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი სრულად მოერგო სელფის ინტერესებსა და საჭიროებებს, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ტექნიკის კომპლექსურობიდან გამომდინარე.

 

„მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დავასრულეთ. დღეიდან სელფის სრული ქსელი და ამავდროულად სათავო ოფისი, ტექნიკისა და სერვერების ჩათვლით დაზღვეული იქნება შესაძლო რისკებისგან. დაზღვეული იქნება როგორც ბიზნესის საკუთრებაში არსებული ქონება და ტექნიკა, როგორიცაა ხანძარი, სტიქია და ა.შ. ისე ბიზნესის უწყვეტობა და მესამე პირის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა. მოხარული ვართ, როდესაც მსხვილი კომპანია კარგად იაზრებს რისკების 360-გრადუსით დაზღვევის საჭიროებას და ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომსახურების პროცესში,“- აცხადებს თამარ ჭკადუა, ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორი.

 

„მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ქვეყანაში კორპორატიულ და საცალო ბაზარზე ქონების რისკების დაზღვევის წამყვან კომპანიასთან. ალდაგთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს  საიმედოდ დავაზღვიოთ კომპანიის ფუნციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი რისკები და მივიღოთ სრულიად ჩვენს საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პოლისი. ყველა საკვანძო მიმართულებით სელფი თანამშრომლობს მსოფლიო და ადგილობრივ ბაზარზე წამყვან კომპანიებთან. დღეს მათ რიცხვს უერთდება საერთაშორისო რეიტინგის მქონე  სადაზღვევო კომპანია, რაც სელფის კიდევ უფრო მოქნილს და სანდოს გახდის მის საქმიანობაში,“- აცხადებს ირაკლი ჭედია, სელფის ფინანსური დირექტორი.

 

“სელფი”, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს. 

 

კომპანია ალდაგი კი კორპორატიული დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი კორპორატიული სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა