მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

სექტემბრიდან დავიწყებთ 9 ახალი პროექტის განხორციელებას, მათ შორის 2 ახალი სადოქტორო პროგრამაა - KIU-ს რექტორი

news image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  „ქართუ“-ს მიერ განათლების სექტორში ჩადებული 1 მლრდ-იანი ინვესტიციის შედეგად გაიხსნა, სადაც გაფართოების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ხორციელდება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ განაცხადა, კამპუსის განვითარება საბოლოო ჯამში 60 ჰა-ზე მოხდება და გათვლა 30 ათას სტუდენტზე კეთდება. 

„ცხადია ამ მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში არ ხორციელდება. მოგეხსენებათ ფონდი „ქართუ“ 1 მლრდ დოლარის მოცულობით ახორციელებს ამ პროექტს. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა. ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ინატროს ევროპის მაღალგანვითარებულმა უნივერსიტეტმა. ეს ინფრასტრუქტურა წელს გაცილებით უფრო გაიზრდება.  ჩვენი მიზანია, რომ კამპუსზე, რომელიც მოიცავს 60 ჰა-ს ინფრასტრუქტურა განვითარდეს, დაახლოებით 30 ათას სტუდენტზე გვაქვს გათვლა. უკვე სექტემბრიდან დავიწყებთ 9 ახალი პროექტის განხორციელებას, მათ შორის 2 ახალი სადოქტორო პროგრამაა. ვიწყებთ ორმაგი დიპლომის პროგრამებს მედიცინის და დიზაინის მიმართულებით ნეაპოლის უნივერსიტეტთან და ჩვენს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ აქვე მიიღონ ევროპული დიპლომი, მაღალი დონის განათლება. ესეც სიმბოლურია, ნეაპოლში არის პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაფუძნებული პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია.

ჩვენ გვექნება ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგიის მიმართულებით. გვექნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საქპატენტთან ერთად და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე, გვექნება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და იურიდიული ფაკულტეტიც, რომელიც ასევე დაეფუძნება ახალ მიდგომებს, სწავლების ახალ მეთოდს.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა, როგორც ახალ უნივერსიტეტს, შეგვიძლია ახალ მიდგომებზე დაფუძნებული სპეციალობები განვავითაროთ. ჩვენ არ გვინდა გავიმეოროთ კლასიკური, სტანდარტული, იმიტომ, რომ ცვლილება ყველაფერს ეხება. ცვლილება უნდა შეეხოს განათლების სფეროსაც. ჩვენ მაქსიმალურად მზად და რაც მთავარია ღია ვართ“, - აცხადებს გიორგი ხუბუა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა