მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

სებ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ მსგავსი განცხადება ქვეყანაში ფინანსური არასტაბილურობის შექმნის მცდელობაა - ვახტანგ ჭარაია

news image

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უფრო  პოლიტიკურია და არ აქვს შესაბამისი იურიდიული  არგუმენტაცია. ამასთან, რეზოლუციაში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტები და არ არის დასაბუთებული, რატომ მოხვდა ამ ჩამონათვალში სებ-ის პრეზიდენტი. ამ გზით სებ-ისთვის გარკვეული ტიპის სირთულეების შექმნა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეების შექმნას გულისხმობს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სებ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ მსგავსმა განცხადებამ შესაძლოა, ქვეყანაში  ფინანსური არასტაბილურობა გამოიწვიოს. შესაბამისად მსგავსი ტიპის განცხადებები ვთვლი, რომ ასე ერთი ხელის მოსმით არ უნდა კეთდებოდეს. თუ კი ის რამეში დამნაშავეა, მაგალითად რეგულაცია შემოიღო არასწორი, ან რაიმე ოპერაცია გააკეთა, რომელიც ეწინააღმდეგება სებ-ის მანდატს, და ასე შემდეგ, ან მფარველობს ვინმეს მსგავსი საკითხები აუცილებლად უნდა დასაბუთდეს. თუ ფაქტები გვაქვს, ამაზე საუბარი გონივრულ ფარგლებში ჯდება. თუმცა უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით, სხვა პირებთან ერთად სებ-ის პრეზიდენტის დასახელება, რომ მოდი დავასანქციროთ არის აბსურდული, მიუღებელი და უნდა გაპროტესტდეს კიდეც საქართველოს მხრიდან“, - აცხადებს ჭარაია.

 

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები სავალუტო ბაზარზე რყევების გამოწვევას და ლარის კურსის გაუფასურებას ემსახურება.

 

„მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მიღებული გადაწყვეტილება სებ-ის როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუტზე შეტევას გავს. თანაც ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას განაგებს და გაცვლითი კურსის სტაბილურობას ახერხებს და ამასთან ერთად ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს ქვეყანაში, რისი მორყევას შესაძლოა ბევრი სხვა რამის მაპროვოცირებელი იყოს. თუ ვინმე საქართველოს მეგობრად თვლის თავს, ის მსგავს განცხადება, რომ სებ-ის პრეზიდენტი უნდა დასანქცირდეს ხელს არ უნდა აწერდეს“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ რეგულატორზე, მით უფრო ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა მთელს განვითარებულ მსოფლიოში დასაგმობ საქციელად ითვლება, დანაშაულია და ამას იმ ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ვისმენთ, ვინც სხვებს ასწავლის რომ ცენტრალურ ბანკზე ზეწოლა მიუღებელია.

 

ეკონომისტის განცხადებით,  სებ-ი არის ინსტიტუტი, რომელიც აქტიურად მუშაობს და საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რაიმე ტრანზაქციები არ დაფიქსირებულა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა