მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი იქნება. ის, ამ დრომდე სებ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ბექა დოჭვირი პროფესიით იურისტია, 2021-2023 წლებში მუშაობდა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილის  პოზიციაზე.  2019-2021 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. იყო ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი, მუშაობდა ბიზნესომბუდსმენის აპარატში ექსპერტის პოზიციაზე სამართლებრივ საკითხებში. კარიერის დასაწყისში, 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრისა და მედიაცენტრის იურისტი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა. სებ-ის საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა ნინო ჯელაძემ კი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა