მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

სებ-ი 2024 წლის მაისის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

news image

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი  ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
 

ძირითადი ტენდენციები


ინფლაცია
 

  • აპრილში წლიური ინფლაცია გასულ თვეებთან შედარებით გაიზარდა და 1.5% შეადგინა, თუმცა კვლავ მიზნობრივი, 3%-იანი, მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება - მარტთან შედარებით ფასებმა 0.3%-ით მოიმატა
  • აპრილში ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი საწვავსა და ზოგიერთი სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია
  • საქართველოში დაბალ ინფლაციას კვლავ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საგარეო შოკების ეტაპობრივი მილევა და ლარის გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია განაპირობებს


საბანკო სექტორი
 

  • მარტში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა
  • უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციამ 2024 წლის მარტში 49.7% შეადგინა
  • მარტში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 44.8%-ს გაუტოლდა


საგარეო სექტორი
 

  • იმპორტი - მარტში საქონლის იმპორტი წლიურად 17.0%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის შემცირება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა. საინვესტიციო სახის საქონელის იმპორტი ზომიერად შემცირდა, ხოლო შუალედური სახის იმპორტმა კლება კვლავ გააგრძელა
  • ექსპორტი - მარტში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 4.4%-ით შემცირდა. საქონლის ექსპორტის კლება მეტწილად შუალედური სახის საქონლის ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, შემცირდა ასევე საინვესტიციო საქონლის ექსპორტი, ხოლო სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტმა მოიმატა
  • მარტში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 30.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა